საკითხს ნუ შევხედავთ იმგვარად, რომ ბიძინა ივანიშვილმა

საკითხს ნუ შევხედავთ იმგვარად, რომ ბიძინა ივანიშვილმა "რესპუბლიკური პარტია" გააკრიტიკა

ნუ ეძებთ მიზეზებს იქ, სადაც მიზეზები არ არსებობს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტების მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ "რესპუბლიკელებთან" დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პოზიციის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

"მოდი საკითხს ნუ შევხედავთ იმდაგვარად, რომ ბიძინა ივანიშვილმა "რესპუბლიკური პარტია" გააკრიტიკა. მან სხვათა შორის, ფრაქცია "ქართული ოცნებაც" გააკრიტიკა. ის, რომ ივანიშვილმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, ამაში ნუ ეძებთ მიზეზებს, რადგან მიზეზები არ არსებობს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა "კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აღნიშნა, "რესპუბლიკელები ვერ მალავენ და მხარს ირაკლი ალასანიას უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე კომისიას ქმნიან.