"ქართული ოცნების" ხელისუფლება უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას

მთავარი ის კი არ არის, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შეფასებები რომ შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს, მთავარია ის, როცა ხელისუფლებაში ხარ და შენი და "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედების პრინციპები ერთმანეთს ემთხვევა, - ასე ეხმაურება დეპუტატი ნინო გოგუაძე "თავისუფალი დემოკრატების" მისამართით ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას და შეფასებებს.

"დიახ, ე.წ. კაბელების საქმეზე კომისიის შექმნას ჩვენ პარლამენტში აუცილებლად მოვითხოვთ, ოღონდ ამ მოთხოვნას თავის დროზე დავსვამთ. პარლამენტში კომისიის შექმნის საკითხს დავაყენებთ, რადგან ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურია და მას პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს. თუმცა არა მგონია უმრავლესობამ კომისიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭიროს. დღეს რასაც ვითხოვთ და რაც არის აუცილებელი არის ის, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხიდან გამოვიდნენ, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს და სამართლიანი სასამართლო იყოს უზრუნველყოფილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნინო გოგუაძემ.

დეპუტატის შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას.