უმრავლესობის ლიდერი ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, რომ გუნდში დემოკრატიულობაზე მეტად, არაორგანიზებულობა და შეუთანხმებლობა იგრძნობა.საგანელიძის თქმით- ზოგს დემოკრატია იმის საუბარი ჰგონია, რაც ენაზე მოადგება:
"დემოკრატია არ არის ის, რაც უფრო მეტ ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ, გამოხტები და აბსოლუტურად გაუაზრებელ ან კოლეგებთან შეუთანხმებელ რამეს ისაუბრებ. ამას უფრო უნიჭობა, უტაქტობა, ხშირ შემთხვევაში უჭკუობა და ამორალური საქციელია ჰქვია. დემოკრატია არის ის, როცა რაღაც გადაწყვეტილებას იღებ და პირველ რიგში, გუნდს და პარტნიორებს უთანხმებ. ძალიან დამწყდა გული, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობაში პრობლემებია. ყველა ფრაქციის ყველა წევრთან მაქსიმალურად ვცდილობ კომუნიაკაციას, მაგრამ შეუძლებელია, 87 ადამიანთან კომუნიკაცია მქონდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ ბიძინა ივანიშვილის შეფასების კომენტირებისას.