უკრაინული მხარე სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ჯერ არ აპირებს

უკრაინული მხარე სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ჯერ არ აპირებს

უკრაინული მხარე ჯერჯერობით არ აპირებს სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანას, ვინაიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულება მეორე მხარეს ჯერ არ დაუწყია, - ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესსპიკერმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

"მძიმე ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის წინაპირობა მინსკის შეთანხმების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტაა. 112 თავდასხმა კი ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს, ამიტომაც ჩვენ არ გაგვყავს შეიარაღება დონბასიდან", - განაცხადა ლისენკომ.

მინსკში მიღწეული შეთანხმების თანახმად, დონბასში ცეცხლი 15 თებერვლიდან უნდა შეწყვეტილიყო. თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, განსაკუთრებით ქალაქ დებალცევოსთან.