ივანიშვილის შეფასება იმგვარად არ უნდა იყოს გაგებული, რომ შესაძლოა, რესპუბლიკელებმა კოალიცია დატოვონ

ივანიშვილის შეფასება იმგვარად არ უნდა იყოს გაგებული, რომ შესაძლოა, რესპუბლიკელებმა კოალიცია დატოვონ

ხშირად კოალიციაში შემავალ სუბიექტებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ, რაც მხოლოდ კოალიციის სიძლიერეზე მიუთითებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე სპიკერი, კონსერვატორი ზვიად ძიძიგური რესპუბლიკელების მისამართით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას.

ძიძიგურის განცხადებით, ივანიშვილის შეფასება იმგვარად არ უნდა იყოს აღქმული და გაგებული, რომ შესაძლოა რესპუბლიკელებმა კოალიცია დატოვონ.

როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბოლო ორი დღის განმავლობაში კოალიციის ფარგლებში გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხი და ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული რესპუბლიკელები.

ზვიად ძიძიგური იმასაც აღნიშნავს, რომ "რესპუბლიკური პარტია" წინააღმდეგი იყო "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან გასვლისა და მათ "თავისუფალი დემოკრატების" მისამართით საკუთარი მხარდაჭერა თავიდანვე დააფიქისრეს.

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "რესპუბლიკელები" ვერ მალავენ და ირაკლი ალასანიას უჭერენ მხარს. ამის შესახებ ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.