გასულ დღე-ღამეში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

გასულ დღე-ღამეში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში "ბოევიკებმა" ქვეყნის არმიის პოზიციებზე 129-ჯერ მიიტანს იერიში. ამის შესახებ "ლიგა.ნეტის" ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსპიკერი, ანდრეი ლისენკო იტყობინება.

მისივე თქმით, თავდასხმების შედეგად 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა. ლისენკო ასევე აცხადებს, რომ პრორუსი "ბოევიკების" მიმართ უკრაინელი სამხედროები საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ საპასუხო ცეცხლს ხსნიან, საკუთარ პოზიციებზე კონტროლს კი ჯერჯერობით ინარჩუნებენ.