ალექსი პეტრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის მომდევნო სამიზნე

ალექსი პეტრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის მომდევნო სამიზნე "რესპუბლიკური პარტია" იყოს

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მათი პოლიტიკური ძალის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მომდევნო სამიზნე "რესპუბლიკური პარტია" იყოს.

როგორც ალექსი პეტრიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ქართულ ოცნებაში" ძალიან სერიოზული პიროვნული დაპირისპირებებია, რამაც შესაძლოა "გარკვეული გახლეჩა" განაპირობოს.

"არაფერი არ არის გამორიცხული. თავად შიგნით ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ღია და მწვავე ურთიერთკრიტიკა ფიქსირდებოდა ორივე მხრიდან - როგორც "რესპუბლიკელების" მხრიდან "ოცნების" სხვადასხვა ხელმძღვანელი პირის და რგოლის მისამართით, ისე ივანიშვილის მხრიდან "რესპუბლიკელების მისამართით". არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს არც ის ფაქტი, რომ თვითონ "ქართული ოცნების" – "ნაციონალური ოცნების" შიგნით არის ძალიან სერიოზული პიროვნული დაპირისპირებები, ისეთი რომ სახეზე შეიძლება იყოს გარკვეული გახლეჩაც კი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა ცდილობდნენ ამის დაფარვას", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.