გიგი უგულავა:    ივანიშვილს ჩემი ციხიდან გასვლის შავი ჭირივით ეშინია

გიგი უგულავა: ივანიშვილს ჩემი ციხიდან გასვლის შავი ჭირივით ეშინია

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ივანიშვილს შავი ჭირივით ეშინია მისი ციხიდან გასვლის" , - ამის შესახებ უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სადაც მისი და მისი ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის წინააღმდეგ "სითიპარკთან" დაკავშირებული საქმე იხილება.

"დღეს რადიოში ვუსმენდი ივანიშვილს. ყველა კუთხე-კუნჭულში არეულობა ელანდება. შავი ჭირივით არ უნდა ჩემი გარეთ გასვლა. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ვაზის მტევანივით დახუნძლული ბრალდებების შემდეგ, ერთ მოსამართლეს მაინც არ გატეხავენ და პატიმრობას არ მომისჯიან",- აღნიშნა უგულავამ.