რუსული ტერორისტული ძალები დონბასში პოზიციებს აძლიერებენ, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტიმჩუკმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"მტერი ძალების გადაჯგუფებას ცდილობს. გორლოვკაში რუსული ტერორისტული ძალების ტაქტიკური ჯგუფი გადაისროლეს. ქალაქში დაახლოებით 900 მებრძოლი, 25 ტანკი, 32 ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა ტექნიკაა განლაგენული", - წერს ტიმჩუკი.