კოპენჰაგენში გუშინ განხორციელებულ ორ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
გუშინდელ თავდასხმებს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კოპენჰაგენის ერთ-ერთ კაფეში, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების მონაწილეებზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ამის შემდეგ თავდასხმა მოხდა დანიის დედაქალაქის მთავარ სინაგოგაში, სადაც ასევე ერთი ადამიანი, სინაგოგას დაცვის წევრი დაიღუპა და ორი პოლიციელი დაიჭრა.
დანიის პოლიციის ინფორმაციით, ორივე დანაშაული სწორედ იმ პირმა ჩაიდინა, რომლის ლიკვიდაციაც განხორციელდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და თანამზრახველი არ ჰყოლია.
თავდასხმებში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა კოპენჰაგენტის რაიონ ნორებროში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო საპასუხო ცეცხლის დროს მოხდა მისი ლიკვიდაცია.