მსოფლიო დეფლაციას ებრძვის, საქართველოში კი პრობლემის არსი გაურკვეველია

მსოფლიო დეფლაციას ებრძვის, საქართველოში კი პრობლემის არსი გაურკვეველია

გუშინ ფუნტმა დოლართან მიმართებაში თითქმის 1 %-ით მოიმატა და ბოლო რამდენიმე თვის მაქსიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. ეს განაპირობა ამერიკიდან გამოსულმა ნეგატიურმა მაკროეკონომიკურმა მაჩვენებელებმა, კერძოდ - შტატებში საცალო გაყიდვების შემცირებამ და უმუშევრობის ზრდამ. ბოლო ერთი თვის მონაცემებით სხადასხვა სექტორში გაყიდვების მაჩვენებელი ამერიკაში 0,9 %-ით დაეცა, სამსახურის მაძიებელთა რიცხვი კი 25000-ით გაიზარდა. თავის მხრივ ინგლისის მთავარმა ბანკმა გუშინ არც თუ ისე სახარბიელო თითქმის 0%- მდე დაცემული ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ოფიციალურ კომენტარში განაცხადა, რომ  ინფლაციის დაბალი დონე 2015 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა დეფლაციის საშიშროება არ არის. ანალიტიკოსების განცხადებით, ევროპულ დეფლაციასა და დიდი ბრიტანეთის ინფლაციის დაბალ დონეს შორის დიდი განსხვავებაა. კერძოდ, ბრიტანეთის შემთხვევაში მოსალოდნელზე დაბალი ინფლაცია ნავთობზე ფასის კლებით აიხსნება. ევროზონის შემთხვევაში კი ჯერ კიდევ სოციალისტურ პრინციპებზე ორიენტირებლი ქვეყნები ქმნიან პრობლემას. ექსპერტები თვლიან, რომ ინგლისში დაგეგმილი 2%-იანი ინფლაციის მაჩვენებლის მიღწევა 2 წლის განმავლობაში სავსებით რეალურია, რის შემდეგაც ცენტრალურ ბანკს მიეცემა შესაძლებლობა აწიოს საპროცენტო განაკვეთები იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვყნებისთვის მთავარი სატკივარი დეფლაციაა, საქართველოში ჩამოყალიბებული პასუხიც კი არ არსებობს კითხვაზე - რეალურად რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა ინფლაციის თუ დეფლაციის? 

პასუხი გაურკვეველია, რადგან სხვადასხვა ტიპის პროდუქტებზე ფასების ზრდა და პარალელურად მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება არც დეფლაციის და არც ინფლაციის კანონში არ ჯდება. 

12.02.2015 - ბაზრების მიმოხილვა

„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან.

ევრომ დოლარტან მიმართებაში გადალახა ბოლო დროს დამკვიდრებული 1,13 ნიშნული, მოიმატა 0,28%-ით და ვაჭრობა მიმდინარეობს1,1430 ნიშნულთან. 

ფუნტი სტერლინგის ფასმა მოიმატა დოლართან მიმართებაში  და 1,5394 შეადგინა.

დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთანაც და წყვილს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს 118,86 ნიშნულთან. 

ძვირფასი ლითონები და ნავთობი

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია. ოქროზე ფასმა მოიმატა 0,69%-ით და ვაჭრობა მიმდინარეობს 1229,10 ნიშნულთან. ფასმა დაიკლო ვერცხლზე  1,05%-ით და ვაჭრობა მიმდინარეობს 16,97 ნიშნულთან. 

ნედლი ნავთობის ფასმა გუშინდელთან შედარებით მოიმატა 1,53%-ით და 

ბარელზე შეადგინა 51,90 დოლარი.