აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია, კონგრესმენ პოლ რაიანის, ვიცე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა. 

როგორც ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ კონგრესის დელეგაციას მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერებინა. 

აშშ-ის წარმომადგენლობითი დელეგაცია თბილისში, აზიაში საქმიანი ვიზიტის წინ შეჩერდა. მათ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.