უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის სვიატოსლავ ცეგოლკოს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთლიანობაში შენარჩუნებულია, თუმცა უკრაინელი სამხედროების პოზიციები 10-ჯერ დაცხრილეს .
"პირველი საათები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ვაკვირდებით სიტუაციას. დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია. რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე არის დამოკიდებული, შევძლებთ ომის შეჩერებას თუ არა", - აცხადებს ცეგოლკო.
მინსკის შეთანხმების თანახმად, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ცეცხლი 15 თებერვალს, 00:00 საათზე უნდა შეწყვეტილიყო. პრეზიდენტმა პოროშენკომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გუშინ გასცა.