სამტრედიასთან, მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი ქალი საკუთარმა ბიძაშვილმა ამოიცნო. როგორც "ინტერპერნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, უკვე ცნობილია გარდაცვლილის ვინაობა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვალერიან ფოცხვერიას განცხადებით, გარდაცვლილი 84 წლის ციალა ჯანაშიაა, რომელიც საკუთარმა ნათესავმა ამოიცნო.
"როგორც ოჯახის წევრმა გვითხრა, ქალს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა ვერ მიაგნეს. შემდეგ კი აღნიშნული შემთხვევა მოხდა", - განაცხადა ვალერიან ფოცხვერიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.
მომხდარის გამო მატარებლის მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგენილია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.