სამტრედიასთან, მატარებლის შეჯახების შედეგად, 70 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა

სამტრედიასთან, მატარებლის შეჯახების შედეგად, 70 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა

სამტრედიასთან, მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის ქალია, -ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რკინიგზის დასავლეთ რეგიონის მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექციის უფროსმა რობერტ ამაღლობელმა შემთხვევის ადგილიდან აცნობა.

მისივე თქმით, გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. მოხუცს თან პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ გააჩნია. მისივე ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ ქალი შეამჩნია და მატარებლის შეჩერებას შეეცადა, თუმცა ქალი ლიანდაგებიდან არ გადავიდა. შემთხვევა 18.20 საათზე მოხდა.

აღნიშნული ფაქტის გამო, მატარებელი გაჩერებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.