დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას 15 თებერვლის 00:00 საათიდან. რუსული სააგენტოების ცნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მინსკის შეთანხმების თანახმად, 15 თებერვლის შუაღამიდან ძალაში შედის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. მასში, ასევე აღნშნულია, რომ აღიკვეთება ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც შეფასდება როგორც შეტევა, ან დამიზნებითი ცეცხლის წარმოება ჯარებზე, საცხოვრებელ სახლებზე, ან "რესპუბლიკის" ინფრასტრუქტურაზე .