უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს იმ შემთხვევაში, თუკი მშვიდობა არ დამყარდება. "უნიანის" ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ კიევში მესაზღვრეებისთვის ახლი ტექნიკის გადაცემისას განაცხადა.
"ჩვენ წარმოდგენილი უნდა გვქონდეს ჩვენი მოქმედებები იმ შემთხვევისთვის, თუკი მტერი ზავს დაარღვევს. ჯერ კიდევ მინსკის სამიტამდე, მინისტრთა კაბინეტი გავაფრთხილე, მშვიდობის დაუმყარებლობის შემთხვევაში მძიმე, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილების მიღებაზე საომარი ვითარების გამოცხადებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, საომარი მდგომარეობა გამოცხადდება არა მხოლოდ ლუგანსკსა და დონეცკში, არამედ მთელ ქვეყანაში", - განაცხადა პოროშენკომ