პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს მცხეთაში არსებული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა.
აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
კულტურული პროგრამის ფარგლებში ნორბერტ ლამერტმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და ჯვრის მონასტერი მოინახულა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის, ნორბერტ ლამერტის ვიზიტი საქართველოში 15 თებერვალს დასრულდება.