რუსეთმა უკრაინაში მებრძოლთა ახალი ჯგუფი გადაისროლა. ამის შესახებ "ლიგა.ნეტი" ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"არსებობს ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვარი რუსეთიდან კიდევ რამდენიმე ჯგუფმა გადმოკვეთა. ისინი მებრძოლთა ჯგუფებს აძლიერებენ", - განაცხადა ლისენკომ.
მსგავსი განცხადება გააკეთეს დღეს უკრაინის ერთ-ერთი ბატალიონის - "აზოვის" წევრებმაც. მათი თქმით, ნოვოაზოვსკის მხარეს ახალი რუსული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა.