იემენში შიიტ ჰუსიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირებას 26 ადამიანი შეეწირა

იემენში შიიტ ჰუსიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირებას 26 ადამიანი შეეწირა

იემენში შიიტ ჰუსიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირებას 26 ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ "როიტერსი" იტყობინება. 

გავრცელებული ცნობით, ბრძოლა ქვეყნის სამხრეთ რეგიონში მიმდინარეობს. იემენში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, დედაქალაქ სანააში რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა საელჩოები დახურეს. საკუთარ მოქალაქეებს კი იემენის დატოვებისკენ მოუწოდეს. 

იემენში ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყნის დიდი ნაწილის დაკავება შეძლეს, მათ დაითხოვეს პარლამენტი და ქვეყნის სამართავად დროებითი საპრეზიდენტო საბჭო შექმნეს. იემენის სუნიტი პრეზიდენტი, აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი კი იძულებული გახდა გადამდგარიყო.