დონბასში პრორუსი მებრძოლების შედეგად განხორციელებულ თავდასხმებს 14 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამის შესახებ უკრაინული მედია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, გასული ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" უკრაინის არმიის პოზიციების მიმართულებით 34-ჯერ გახსნეს ცეცხლი.
"მათ დაბომბეს დაასახლებული პუნქტები და დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები. გუშინ ღამით "ბოევიკებმა" სოფელ სჩასტიეში 6 ადამიანი, სოფელ გორნიაკში - 5, ხოლო სამი არტემოვსკში მოკლეს", - ნათქვამია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.