"ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი ელ-ბაღდადი დაიკავა

შშ-ის მთავრობის ცნობით, ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის ქალაქი ელ-ბაღდადი დაიკავა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. 

პენტაგონის ცნობით, ჯიჰადისტებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად მოახერხეს ახალ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება. 

ელ-ბაღდადი ქალაქ რამადისთან ახლოს მდებარეობს, სადაც 300-მდე ამერიკელი საზღვაო ქვეითი იმყოფება. ისინი ერაყელი სამხედროების გაწვრთნას უზრუნველყოფენ.