ჯენ პსაკი - დონბასში

ჯენ პსაკი - დონბასში "ბოევიკები" რუსულ იარაღს სავარაუდოდ, კვლავ იღებენ

დონბასში "ბოევიკები" რუსულ იარაღს სავარაუდოდ, კვლავ იღებენ, - ამის შესახებ, "ბიბისის" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ჯენ პსაკი აცხადებს. 

მისივე თქმით, თუ ეს ცნობები დადასტურდა, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების განმუხტვის სხვა გზებს მოძებნიან. 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, მინსკში, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგა, უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ დებალცევოში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. აღნიშნული ქალაქი სტრატეგიულ ადგილას - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვართან მდებარეობს. ამიტომაც უკრაინის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ პრორუსი მებრძოლები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამდე ცდილობენ მის დაკავებას.