სამშვიდობო შეთანხმება საფრთხეშია, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დღეს ღამით ცეცხლი უნდა შეწყდეს, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ 12 თებერვალს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, გუშინ დონბასში სროლის ხმა ინტენსიურად ისმოდა. არაერთი ქალაქის დაბომბვის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. უკრაინის არმია და პრორუსი მებრძოლები თავდასხმებში ერთმანეთს ბრალს სდებენ.