ლევან ვასაძე უარყოფს, თითქოს მთავრობაში ეკონომიკური გუნდის მინისტრის პორტფელი შესთავაზეს

ლევან ვასაძე უარყოფს, თითქოს მთავრობაში ეკონომიკური გუნდის მინისტრის პორტფელი შესთავაზეს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე უარყოფს, რომ საქართველოს მთავრობაში ეკონომიკური გუნდის მინისტრის პორტფელი შესთავაზეს. "მსგავსი წინადადება არასდროს ყოფილა და იმედია, არასდროს იქნება" , - განაცხადა ვასაძემ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას, შესაბამისი კითხვის პასუხად. მისი თქმით, მინისტრის პოსტზე შეთავაზება არც ერთი მთავრობის პირობებში არ ჰქონია.

"ვიქნები ძალიან ცრუ და ორპირი, თუ ამდენი წლის განმავლობაში ვიძახი, რომ არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა და სინამდვილეში მენდომება", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

რაც შეეხება მთავრობის კანცელარიაში მის მისვლას, ვასაძის თქმით, მას მუდმივად აქვს კონსულტაციები და რეგულარულად მუშაობს მთავრობასთან დემოგრაფიულ საკითხებზე.