თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე პარლამენტში მისვლის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ მინისტრმა "მაესტროს ცხრიანში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
"შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, თუ საკანონმდებლო ორგანო საჭიროდ ჩათვლის მინისტრის მოსმენას, ჩვენ ღია ვართ და პირველ რიგში, ანგარიშვალდებული ვართ პარლამენტის წინაშე. მეორეც, ჩვენი სურვილიცაა გავუზიაროთ მათ ის ხედვები, რაც გაგვაჩნია, მივიღოთ რეკომენდაციები. ამ ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს, პირიქით", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში მისი მისვლის თარიღი დაზუსტებული არ არის.
"ჩვენ არ გვეშინია თავდასხმების. ჩვენ გვაქვს პასუხი ყველა კითხვაზე და ნებისმიერ პლატფორმაზე შეგვიძლია ჩვენი პოზიციის დაცვა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლას "თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ.