პრეზიდენტი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბოგდან აურესკუსს შეხვდა.

პრეზიდენტი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბოგდან აურესკუსს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს  შორის არსებული ურთიერთობა, იმსჯელეს ორი სახელმწიფოს ერთობლივი პროექტების, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. 

„რუმინეთი ჩვენი  ქვეყნის  მნიშვნელოვანი  პარტნიორი  სახელმწიფოა,  რომელთანაც  გვაკავშირებს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური საკითხები. შეხვედრისას ისაუბრეს უსაფრთოების  გარემოს შესახებ, განიხილეს რეგიონში შექმნილი  ვითარება და ორ  ქვეყანას  შორის  ურთიერთობის  გაღრმავების  პერსპექტივები.   იგეგმება  მაღალი  და უმაღლესი  დონის  ვიზიტები.   ვიმედოვნებთ,  რომ  ეს  ყველაფერი წელს  მეტი  ინტენსივობით  წარიმართება",  - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი,  უშიშროების საბჭოს  მდივანი  ირინე  იმერლიშვილი,  საქართველოს პრეზიდენტის  ადმინისტრაციის  უფროსი  დავით პატარაია  და  საქართველოს პრეზიდენტის  მრჩევლები - თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.