პარტია „თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე მთავრობას ქვეყნის საზიანო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში აჭიანურებს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ასევე ევროპის ენერგეტიკული ქარტიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
როგორც დეპუტატმა განმარტა, ევროპელი პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან მთავრობის ქმედებებით.
ვიქტორ დოლიძე შიშობს, რომ მთავრობის ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველო რიგის სამიტზე დაგეგმილ პროგრესს ვერ მიაღწევს, რაც ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. დეპუტატის განცხადებით, პრობლემებია საზღვრის დაცვისა და მიგრაციის მართვის მხრივაც.