კანდიდატების ვარაუდით, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა გაცნობით ხასიათის იქნება. როგორც ისინი აცხადებენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მათ შეატყობინეს, რომ შეხვედრა 11:00 საათისთვის არის დანიშნული.
ცნობისათვის, 9 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულდა საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელების ეტაპი. ოცდათექვსმეტ წარდგენილ პირთაგან რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატთა სია გამოაქვეყნა, რომელიც 28 კანდიდატისაგან შედგება.