ზაქარია ქუცნაშვილი - შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები დემოკრატია არ არის

ზაქარია ქუცნაშვილი - შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები დემოკრატია არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, პრობლემის წყარო არის ის ხალხი, რომელიც შეუთანხმებლად და არაკოორდინირებულად იქცევა.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმთან დაკავშირებით გამოწვეული უთანხმოების მიზეზების გარკვევა დღეს მოხდება.

 "მიზეზებს გავარკვევთ და შესაბამისად ლოგიკურად დადგება ის საკითხი, რაც უნდა დადგეს. არავის არავის თანამდებობა არ სწადია. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ მშიშარა დეპუტატი, შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები, განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის დემოკრატია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" სხდომა მიმდინარეობს, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის კრიტერიუმების შერჩევის საკითხს განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ კი განაცხადა, რომ ზაქარია ქუცნაშვილს იმდენად უნდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, ხშირ შემთხვევაში "თავის თავს აძლევს უფლებას, თქვას იმდენი სიცრუე და სისულელე, რომ მერე თვითონ ვარდება მძიმე სიტუაციაში.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, პრობლემა საპარლამენტო უმრავლესობაში არ ყოფილა.