მინდია ჯანელიძე რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში ბიძინა ივანიშვილის პირადი დესპანი იყო

მინდია ჯანელიძე რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში ბიძინა ივანიშვილის პირადი დესპანი იყო

მინდია ჯანელიძე და მის მიერ გატარებული პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის სისტემებს ასუსტებს, შეფერხებით მიმდინარეობს ნატო-ს საწვრთნელი ბაზის პროექტის განხორციელებაც და დასუსტებულია ქვეყნის კონტრდაზვერვის სამსახურები, - ამის შესახებ დღეს განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა გივი თარგამაძემ, გიორგი კანდელაკმა და გიგა ბოკერიამ დღეს ბათუმში გააკეთეს.

მათივე თქმით, მინისტრი მინდია ჯანელიძე უწყებიდან ათავისუფლებს პროგრესულად მოაზროვნე, ევროპული განათლებისა და გამოცდილების კადრებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამბობენ, რომ ჯანელიძე ბიძინა ივანიშვილის პირადი დესპანი იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში, ამიტომ მისი დანიშვნა რუსეთთან დათმობებს ნიშნავდა.

"ნაციონალები" აცხადებენ, რომ საგანგაშო ფაქტია ჯანელიძის მოადგილის ღირსიაშვილის თანამდებობაზეც ყოფნა, რადგან იგი ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრია.

"ნაციონალური მოძრაობა" თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ითხოვს.