ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, დამატებითი სანქციები დააწესოს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, დამატებითი სანქციები დააწესოს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, დამატებითი სანქციები დააწესოს. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გუშინ ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას მორიგი სანქციების მომზადების თხოვნით უკვე მიმართეს. 

როგორც ანგელა მერკელი აცხადებს, მოსკოვს დამატებითი შეზღუდვები იმ შემთხვევაში დაუწესდება, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი არ შეწყდება. 

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი კი აცხადებს, რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს ჯერჯერობით არ გააუქმებს. 

გასულ კვირას, ევროკავშირმა დამატებით 19 რუსი და პრორუსი სეპარატისტი შეიყვანა ე.წ შავ სიაში. მათ წინააღმდეგ სავიზო და საბანკო შეზღუდვები ამოქმედდება.