პაატა ბურჭულაძის კონცერტის ორგანიზატორმა ბოდიში მოიხადა

პაატა ბურჭულაძის კონცერტის ორგანიზატორმა ბოდიში მოიხადა

პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოწყობილი კონცერტის ორგანიზატორმა, სახელოვნებო ინდუსტრია "არტ პალასის" პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ მაყურებელს შენობაში შესვლისას შექმნილი შეფერხების გამო ბოდიში მოუხადა. 

გია ანდღულაძემ მაყურებლებს ბოდიშით სცენიდან მიმართა, რასაც დარბაზიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. გია ანდღულაძე იძულებული გახდა,  ბოდიში არაერთგზის მოეხადა. 

"დაუვიწყარი საღამო გელოდებათ წინ და ხასიათს ნუ გაიფუჭებთ", - მიმართა მან მაყურებელს და აღნიშნა, რომ მათ გულწრფელად უბოდიშებს, რის შემდეგაც დარბაზში აპლოდისმენტები გაისმა.

სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი  გუშინ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ხელისუფლების, ოპოზიციის, ხელოვნების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

იმის გამო, რომ სპორტის  სასხლეში მხოლოდ ერთი შესასვლელი იყო გახსნილი, კონცერტზე მისულ მაყურებელს რიგიში მოუწია დგომა. საღამო 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო.