სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამო, რომელიც ცნობილ ფრანგ მსახიობს ალენდ დელონს მიჰყავდა, 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ სპორტის სასახლეში მაყურებელს მხოლოდ ერთი კარიდან უშვებდნენ, რის გამოც კონცერტზე დასწრების მსურველებს საკმაოდ დიდ რიგში მოუწიათ დგომა და საღამოზეც დაგვიანებით შევიდნენ.
მოგვიანებით სპორტის სასახლის სხვა შესასვლელებიც გაიხსნა და კონცერტზე დასწრების მსურველებმა შენობაში შესვლა მოახერხეს.
კონცერტის ორგანიზატორებმა შეფერხებისთვის ბოდიში მოიხადეს, თუმცა მათ ბოდიშს იმ პირთა უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა, ვისაც სპორტის სასახლესთან რიგში მოუწიათ ყოფნა.
თბილისის სპორტის სასახლეში საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონცერტი გუშინ გაიმართა, რომელშიც ქართველი და უცხოელი საოპერო მომღერლები მონაწილეობენ. კონცერტს ფრანგი მსახიობი ალენ დელონი უძღვებოდა.
საღამოს პატრიარქი, პრემიერი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები დაესწრნენ.