ქემერონი - ვიდრე პუტინი უკრაინისადმი პოლიტიკას არ შეცვლის, სანქციები ძალაში დარჩება

ქემერონი - ვიდრე პუტინი უკრაინისადმი პოლიტიკას არ შეცვლის, სანქციები ძალაში დარჩება

ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინისადმი პოლიტიკას არ შეცვლის, სანქციები ძალაში დარჩება, - ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა გააკეთა.

"ცენზორ.ნეტის" ცნობით, ქემერონმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი მიესალმება მინსკში მიღწეულ შეთანხმებას და იმედი გამოთქვა, რომ მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება. 

უკრაინის კრიზისი იქნება დღეს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის მთავარი თემაც. შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც დაესწრება