უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორობის მსურველთა სიაში დავით საყვარელიძე 129-ე ადგილზე მოხვდა

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორობის მსურველთა სიაში დავით საყვარელიძე 129-ე ადგილზე მოხვდა

კრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს დირექტორის ვაკანსიაზე განაცხადების მიღება დასრულდა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური იუწყება. 
ამ დროისთვის აღნიშნული უწყების ხელმძღვანელობის სურვილი 161-მა ადამიანმა გამოთქვა. სიაში, რომელიც გამოქვეყნდა, ერთი ქართული გვარიც ფიგურირებს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის დავით საყვარელიძის გვარი აღნიშნულ სიაში, რომელიც ანბანის მიხედვით არის ჩამოთვლილი, 129-ე ადგილზეა.

გუშინ, უკრაინის რადამ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, კორუფციაში მხილებული პირი არა მხოლოდ დაისჯება, არამედ მისი ქონების კონფისკაციაც მოხდება.