მინსკში

მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" მოლაპარაკებები 12 საათზე მეტია მიმდინარეობს

მინსკში "ნორმანდიულ ოთხეულს" შორის მოლაპარაკებები უკვე 12 საათზე მეტია,  მიმდინარეობს. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტები უკრაინის კონფლიქტის აღმოფხვრის გზებზე მსჯელობენ. 

"ბიბისის" ცნობით, შეხვედრა გუშინ საღამოს თბილისის დროით დაახლოებით 21:15 წუთზე დაიწყო. რამდენიმე საათის შემდეგ, ლიდერები მედიის წინ გამოჩნდნენ და ტრადიციული ფოტოები გადაიღეს, თუმცა, კომენტარები არ გაუკეთებიათ.

"მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ევგენი პერებიინისმა. 
შეხვედრას რუსეთის პირველი დიპლომატი, სერგეი ლავროვიც ესწრება, მან ჟურნალისტებთან მოლაპარაკებები მხოლოდ ერთი სიტყვით შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრა "მშვენივრად მიმდინარეობს".