ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან ფასები 100-მდე პრეპარატზეა გაზრდილი

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან ფასები 100-მდე პრეპარატზეა გაზრდილი

მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, პროცესში სახელმწიფო ჩაერთვება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჯანდაცვის მინისტმა, დავით სერგეენკომ განუცხადა, ასეთ შემთხვევაში პირვალდი მოხმარების პრეპარატებზე სახელმწიფო დოტაციას მოახდენს, რათა ფასები შეინარჩუნოს და რიგ შემთხვევაში დაწიოს კიდეც. 

"არსებულ მდგომარეობაში, 15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან მხოლოდ 100-მდე პრეპარატზეა მედიკამენტები გაზრდილი და ამ შემთხვევაშიც საშუალოდ 7-დან 10%-მდე. ჯანდაცვის სამინისტროს მზად აქვს სამოქმედო გეგმა. თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ამ შემთხვევაში ესენციურ მედიკამენტებზე სახელმწიფო გაზრდის დოტაციას, რათა შეინარჩუნოს ფასი და რიგ შემთხვევაში დაწიოს კიდეც", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.