რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი შენარჩუნებულია და კომუნიკაციის არხი არსებობს.
როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, არის ერთი-ორი საკითხი, რომელიც საკმაოდ აქტუალური და სწრაფად მოსაგვარებელია.
"ამიტომ ვიფქრობთ, როგორ ჯობია ამ საკითხების განხილვა. უახლოეს დღეებში ჩაგაყენებთ საქმის კურსში", - განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა დაგეგმილი მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან.