"ნორმანდიული ფორმატის" ლიდერები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს

"ნორმანდიული ფორმატის" ლიდერები მოლაპარაკებების შემდეგ მინსკში, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს . ამის შესახებ "ინტერფაქსი" მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს თქმით, დეკლარაციაში ნათქვამი იქნება მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობა დონბასში ვითარების დარეგულისრებასთან დაკავშირებით.