მინსკში

მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრას მსოფლიოს 500 ჟურნალისტი გააშუქებს

მინსკში დაგეგმილ "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტს 500 ჟურნალისტი გააშუქებს. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ჟურნალისტები არიან იაპონიიდან და კუბიდანაც კი.

ამ დროისთვის დამოუკიდებლობის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის ლიდერებს ელოდებიან, სადაც დონბასის კრიზისის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ყველა ლიდერი ამ დროისთვის უკვე მინსკში იმყოფება, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლას ელოდებიან.