მინსკში

მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" წევრები ჩადიან

ფრანსუა ოლანდი, პეტრო პოროშენკო და ანგელა მერკელი უკვე მინსკში იმყოფებიან, სადაც დღეს "ნორმანდიული ოთხეულის" მოლაპარაკება გაიმართება.

აეროპორტიდან საფრანგეთის, უკრაინისა და გერმანიის ლიდერები დამოუკიდებლობის სასახლეში გაემართნენ, სადაც აღნიშნული შეხვედრა გაიმართება.

მინსკში ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩასვლასაც.

უკრაინის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ მინსკში ჩაფრენამდე განაცხადა, რომ ბელორუსში მიემგზავრება, რათა დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პირობის გარეშე მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი მინსკში ჩასვლამდე აღნიშნა, რომ მტკიცე გადაწყვეტილებით მიემგზავრება, რომ მიღწეული იყოს კომპრომისი.