ევროპაში რუსეთისთვის სასარგებლო იდიოტები გამოჩნდნენ

ევროპაში რუსეთისთვის სასარგებლო იდიოტები გამოჩნდნენ

„ევროპაში რუსეთისთვის სასარგებლო იდიოტები გამოჩნდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ყირიმი რუსეთის იყო", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდის" ეთერში განაცხადა, ამგვარი მიდგომა არ შეიძლება, რადგან შეიძლება ჩინეთმაც გამოთქვას მსგავსი პრეტენზიები რუსეთთან დაკავშირებით, ან ასეთივე პრეტენზია იაპონიასაც გაუჩნდეს.

„რაღაც ტერიტორიები ადრე გერმანიის იყო, გარკვეული ტერიტორიები ბერძნების და ასე შეიძლება საქმე ძალიან ცუდად წავიდეს. იაპონიასაც შეიძლება გაუჩნდეს პრეტენზიები, ჩინეთსაც. ასე შეიძლება საქართველომაც გამოთქვას პრეტენზია, რომ სოჭი მისია. რაღაც ოდესღაც რომ სხვანაირად იყო, ეს არაფერს ცვლის, თუმცა ყირიმის ანექსიას შესაძლოა, დასავლეთი შეგუებოდა, რადგან უეცრად გამოჩნდნენ რუსეთისთვის „სასარგებლო იდიოტთა ჯგუფი", რომლებმაც თქვეს, რომ ყირიმი რუსული იყო", - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.