ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი ლარში აქვს გამოტანილი, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სესხის ნახევარი პროცენტით ზრდას გამოიწვევს. "იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი აქვს ლარში გამოტანილი და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, ეს გამოიწვევს ნახევარი პროცენტით ზრდას, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენც გესმით, რომ პროპორცია უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხს შორის, სადაც სესხის ტვირთი თითქმის 20%-ით გაიზარდა და ნახევარ პროცენტს შორის, ძალიან დიდია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით ზრდის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.