" სოსანაშვილს აქვს მტკიცებულებები, რომელიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს"

დაინიშნება თუ არა დნმ-ის განმეორებითი ექსპერტიზა - იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გადაწყვეტილების მისაღებად ერთკვირიანი ვადა ითხოვა. ამის შესახებ განცხადება გია სოსანაშვილის ადვოკატმა გააკეთა, რომელიც ბრალდებულს ე.წ. მატროსოვის ციხეში ესაუბრა. ადოკატი ირწმუნება, რომ სოსანაშვილს აქვს მტკიცებულებები, რომელიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას ადვოკატი არ ასაჯაროებს. სოსო ჯოგლიძემ სოსანაშვილთან იმ პირთა სიაც შეათანხმა, რომლებიც დაცვის მხარემ უნდა გამოკითხოს. მტკიცებულებების მოსაპოვებლად მხარეებს ვადა 2 აპრილამდე აქვთ, სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული საქმეზე წინასასამართლო სხდომა.