„თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროსენკოს გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. აბაშიძე აცხადებს, რომ პოროშენკოს ადგილზე ის არ ისურვებდა, რომ მისი მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო. თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს უკრაინის საქმეა.
„ეს მათი საქმეა და ეს არ არის დღევანდელი ჩვენი მთავარი გამოწვევა", - აღნიშნა აბაშიძემ „კურიერთან" საუბრისას.