კრენმლი ოფიციალურად ადასტურებს, რომ მინსკში ნორმანდიის ფორმატში დღეს დაგეგმილ მოლაპარაკებებში პუტინი მონაწილეობას მიიღებს. ბელარუსიის დედაქალაქში დღეს ფრანსუა ოლანდი, ანგელა მერკელი და პეტრო პოროშენკო ჩავლენ. ექპერტთა მოსაზრებით იმ შემთხვევაში თუ ნორმანდიული ფორმატი უკრაინის კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშრებით შეთანხმებას ვერ მიაღწევს უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციამ შესაძლოა პიკს მიღწიოს და ფართო მასშტაბიან ომშიც კი გადაიზარდოს, რამაც არა უშალოდ ბრძოლებში ჩართული ადამიანების არამედ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლიც კი გამოიწვიოს. მინსკი დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრა, მოსკოვში პუტინი, მერკელი, ოლანდის შეხვედრის და მიუნხენის კონფერენციის შემდეგ იმართება, ამ შეხვედრას წინ უძღვის ამერიკელი კონგრესმენების განცხადება, რომ შეერთებულმა შტატებმა აუცილებად უნდა მიაწოდონ უკრაინას იარაღი, ამ შეხვედრამდე ორი დრით ადრე ვაშინგტონში მერკელი - ობამას შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდეტმა გააკეთა განცხადება, რომ იმ შემთხვევაში თუ კრიზის მოგვარების დიმპლომატიური გზები ჩაიშალა, შეერთებული შტატები ყველა მეთოდით შეეცდება ყველანირი მეთოდით დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას