"ჩვენ ეს ვიცოდით 2005 წლიდან, ყველა დასკვნა საქმეშია"...

ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეში ყველა დასკვნა დევს და დამალული არაფერია-ასეთ კომენტარს აკეთებს რაულ უსუპოვის მამა იაშა უსუპოვი „პირველ რადიოსთან“ თემის კომენტირებისას. უსუპოვის თქმით, გუშინ ახალი არაფერი თქმულა და მათ ყველაფერი ჯერ კიდევ 2005 წლიდან იცოდნენ, თუმცა უსუპოვის თქმით ხდებოდა დაშინება დასკვნების გასაჯაროვების მუქარით. იაშა უსუპოვი საქმის ტყუილს და გაყალბებულს უწოდებს ყოფილი პროკურორისა და ხარშილაძის ადვოკატის გუშნდელ განცხადებებს, რომელიც ბინაში არსებულ სიტუაციას შეეხებოდა:

„გოგლა ჟვანიამ ყველა კითხვაზე პასუხი გასცა. ეს ყველაფერი ჩვენ აქამდე ნამდვილად ვიცოდით, უბრალოდ, ყობველთვის, როდესაც ძიებაში ახალი რამე გამოჩნდებოდა, ისინი გვაფრთხილებდნენ, გვაშინებდნენ, რომ ამას გამოვააშკარავებთ, გამოვაქვეყნებთო. თავიდანვე, 2005 წელს ეს ამბავი, რომ მოხდა,ჟვანიები რომ სთხოვდნენ გამოიძიეთ, გამოიძიეთო, მაშინვე ახსენდებდნენ ამას, რომ ნუ მოითხოვთო. ეს არის უბრალოდ მაგათი შეთითხნილი ტყუილები, რა თქმა უნდა ჩვენ მაგის არ გვჯერა დქა ვიცი, რომ მთელ საქართველოს არ სჯერა მაგისი. ხარშილაძის ადვოკატი რომ გამოდის, საინტერესოა რამდენი წლისაა ახლა და რამდენის იქნებოდა 2005-ში, შეიძლება ხელითაც არ აუღია დასკვნები და ლპარაკობს ასე თამამად და დარწმუნებით, თითქოს თვითონ ესწრებოდა ამ ყველაფერს. ეს ყველაფრი არის ტყუილი, ნორმალური ადამიანი ამას არ დაიჯერებს. განხილული გავქ ჟვანიებთან ერთად, ვიცით ეს დასკვნა, ვიცით როგორ განგებ შეცდომით იყო გადათარგმნილი, როგორც აწყობდა მაშინდელ გამოძიებას. ეს უბრალოდ იარაღია, რომ აი, ვითომ გამოვააშკარავეთ. არაფერი დასკვნები არაა დამალული, ეს ყველაფერი დევს ძირითად საქმეში“ განაცხადა იაშა უსუპოვმა „პირველ რადიოსთან“ გაკეთებულ კომენტარში.

რაც შეეხება ეგზგუმაციის საკითხს. იაშა უსუპოვი ამბობს, რომ ახალი ჯერ-ჯერობით არაფერია და მოხდება თუ არა საფლავების გახსნა და როდის, გამოძიება გადაწყვეტს.