უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის კრიტერიუმების შერჩევით კონსტიტუცია არ დარღვეულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის კრიტერიუმების შერჩევით კონსტიტუცია არ დარღვეულა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის საკითხზე პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციებით და კრიტერიუმების შერჩევით, არავითარი კონსტიტუცია არ დარღვეულა. კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმები უმრავლესობის, უმცირესობის, არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა.

როგორც კვერენჩხილაძე აცხადებს, ამ პროცესში უმრავლესობა ჩართული იყო მისი ლიდერის, დავით საგანელიძის სახით, რომელიც უფლებამოსილი პირია საკუთარი გუნდისგან.

უმრავლესობის წარმომადგენელი, დიმიტრი ხუნდაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ კრიტერიუმი კანდიდატურის პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლების შესახებ, არაკონსტიტუციურია.