სარკოზი რუსეთისთვის ყირიმის მიერთებას მხარს უჭერს და აშშ-ს სდებს ბრალს

სარკოზი რუსეთისთვის ყირიმის მიერთებას მხარს უჭერს და აშშ-ს სდებს ბრალს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუსეთს მხარს უჭერს და ეწინააღმდეგება აშშ-ის გეგმას, წაიყვანოს ევროპა მესამე მსოფლიო ომისკენ.

პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას სარკოზიმ განაცხადა, რომ ყირიმმა რუსეთი აირჩია და ყირიმელებს ვერ დავადანაშაულებთ, რომ ისინი უკრაინას გამოეყვნენ. 

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის აზრით, თუ კოსოვოს აქვს იმის უფლება, რომ სერბეთისგან დამოუკიდებელი იყოს, როგორ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ყირიმს არ აქვს უფლება, დატოვოს უკრაინა და რუსეთს შეუერთდეს.

"ჩვენ და რუსეთი საერთო ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ამერიკის ინტერესები რუსეთთან მიმართებაში ევროპისა და რუსეთის ინტერესებს არ ემთხვევა, ჩვენ არ გვსურს ევროპასა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ შესაძლებლობა  სამშვიდობო ძალის ფორმირებისთვის, რათა დავიცვათ რუსულენოვანი მოქალაქეები უკრაინაში", - განაცხადა სარკოზიმ.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს.

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ხიდის როლი მოსკოვსა და ევროპას შორის.